მედია ანონსი
6 ივლისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ელდარ პირმისაშვილი
558 445566
info@periuts.ge
peritus.ge
სტუდენტური კონკურსი "PR ოფესია"
[PUBLICITY.GE] თბილისი, 6 ივლისი, 2012 - 2012 წლის 11 ივლისს 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ეზოში, ჩატარდება "პერიტუს გრუპი"-ს სტუდენტური კონკურსის "PR ოფესია"-ს დიპლომების გადაცემის და გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონია.
კონკურსის მიზანია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მომავალი სპეციალისტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება აღნიშნულ სფეროში.
საკონკურსო დავალებად შერჩეულ იქნა ონლაინ კამპანიის გეგმა კომპანია „ტენტორიუმ"-ს მაგალითზე.
სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა მიიღო: საქართველს უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ილიას სახელობისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიყო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
ღონისძიებას დაესწრებიან, უნივერსიტეტების დეკანები და მოწვეული ექსპერტები: მარიკა დარჩია, რამაზ საყვარელიძე, ბერდია ნაცვლიშვილი, ელდარ პირმისაშვილი, ნათია კალაძე, ნინო პერტენავა და ნინო სანადირაძე.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადეცემათ პრიზები და სერთიფიკატები. კომპანია ტენტორიუმმა გამარჯვებულისთვის დააწესა Ipod touch, კომპანია ბილაინმა დააწესა 3 მობილური ტელეფონი.
#
"პერიტუს გრუპი" სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტოა, რომელიც ინტეგრირებული კომუნიკაციის ბაზარზე ახალი იდეებითა და ხედვით მოვიდა. "პერიტუს გრუპი" მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს ინოვაციურ, საინტერესო პროექტებს, რომლებიც ორგანიზაციების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებას უზრუნველყოფს.სააგენტოს უპირატესობა მომსახურების ონლაინ რეჟიმში მიღების შესაძლებლობა გახლავთ. კომპანიის ვებგვერდის - www.peritus.ge-ს საშუალებით სასურველი სერვისის შერჩევა და შეძენა ოფისიდან გაუსვლელადაც შეიძლება. გარდა ამისა, ვებ-გვერდზე მოქმედებს ექსპერტ-ცენტრი, რომელიც ბიზნესმენებს, მარკეტინგისა და პიარ მენეჯერებს სასარგებლო რჩევებს სთავაზობს.
PERITUS.GE, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ავტორიტეტულ უცხოელ ექსპერტებსაც აერთიანებს. სპეციალისტები დაინტერესებულ ორგანიზაციებს პიარის, ბრენდინგის, მარკეტინგის, მედიასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების მართვის მიმართულებით სტრატეგიულ გეგმებს მოუმზადებენ და კონსულტაციებს გაუწევენ.